გაკვეთილის
გეგმა
მასწავლებელი: ტატიანა შათირიშვილი
30.03.2017
|
|
საგანი: სახვითი
და გამოყენებითი ხელოვნება
|
|
კლასი:
VII
|
|
დრო: 45 წთ
|
|
თემა:პროპორცია –სხვადასხვა
დროისა და ქვეყნების სახვით
და გამოყენებით ხელოვნებაში , ადამიანთა
და საგანთა გამოსახვისას.
სახელმძღვანელო –გამომცემლობა „დიოგენე“ ,
გაკვეთილები
: ახსნილი „პროპორცია“, ასახსნელად–„შედარებით დიდი და შედარებით პატარა.“
|
|
მოსწავლეთა
პროფილი:
კლასში არის 28 მოსწავლე და არცერთი სპეციალური საჭიროების
მქონე.
|
|
გაკვეთილის
მიზანი:
მოსწავლებმი
თეორიული მასალის ცოდნისა და პრაქტიკული უნარ–ჩვევების საფუძველზე,
ჯგუფური მუშაობისას, პლასტელინებითა და სხვასხვა მასალით შექმნიან სააღდგომო ნატურმორტს, წარადგენენ ნამუშევას კლასის
წიმაშე.
ს.გ.VII.1. მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად
გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა
კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს
სხვადასხვა ხერხს ( კომპოზიციური განაწილება, ფაქტურა, კოლორიტი) ასოციაციების და ემოციების
გადმოსაცემად;
·
ნამუშევრის
შექმნისას იყენებს კომპოზიციური განაწილების ძირითად ხერხებს მაგ., ხედვის წერტილს,
წონასწორობას, სიმეტრიას, ასიმეტრიას, სტატიკას, დინამიკას;
·
გამოსახავს
მრავალფიგურიან კომპოზიციებს;
·
სხვადასხვა
მხატვრული ხერხით გადმოსცემს დინამიკას, სტატიკას ნამუშევარში (ფიგურების მოძრაობა,
ქარი);
მიზანი–მოსწავლეები წარადგენენ პრაქტიკულ
ნამუშევრებს კლასის წინაშე,აღწერენ ნამუშევრს, მიმოიხილავენ საკუთარ მიზნებს, მუშაობის
დროს მიღებულ შთაბეჭდილებებს , დამოკიდებულებას
პროპორციისადმი და ნაშრომში
ხაზგასმულ დეტალებზე გაამახვილებენ ყურადღებას.
·
ს.გ.VII.7. მოსწავლეს
შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები
და მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით გამოთქვას და დაასაბუთოს საკუთარი აზრი ხელოვნების
ნაწარმოების შესახებ.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
წარადგენს
ნამუშევარს აუდიტორიის წინაშე
·
საუბრობს
მსგავსებებზე და განსხვავებებზე საკუთარ და სხვების ნამუშევრებში;
·
კორექტულია
სხვის ნამუშევარზე საუბრისას;
·
ჯგუფური
ნამუშევრების წარდგენისას საუბრობს
იმ მიზნებზე და ამოცანებზე, რომლებიც ჯგუფს ჰქონდა დასახული (რამდენად მიაღწია
ჯგუფმა დასახულ მიზანს (რა იყო წარმატებული და რას გაითვალისწინებს ჯგუფი სამომავლოდ);
·
საუბრობს
ნამუშევრის შექმნის მოტივებზე;
·
მსჯელობს
ნამუშევარზე მასში გამოყენებული მხატვრული ხერხების მიხედვით;
მიზანი–მოსწავლეები ისაუბრებენ პროპორციის
საკითხებზე სხვადასვა კულტურისა და ეპოქის
ხელოვნებაში.ამოიცნობენ ნაწარმოებში
მთავარ და დამოკიდებულ
დეტალებს, შეადარებენ სხვადასხვა ქვეყნების ნიმუშებს.
ს.გ.VII.11. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და
შეადაროს ერთმანეთს
სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების ნიმუშები.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს სხვადასხვა ეპოქის და კულტურის ხელოვნების
ცნობილ ნიმუშებს;
·
არჩევს ერთმანეთისგან რეალისტურ და პირობით გამოსახულებებს;
·
ამოიცნობს ამა თუ იმ კულტურის ხელოვნების ნიმუშების
ზოგიერთ დამახასიათებელ ნიშანს;
|
|
საჭირო
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ ძველი მსოფლიოს ( ეგვიპეტე,შუმერები), ანტიკური ხანის( საბერძნეთი, რომი), ქრისტიანული
ხატწერის, აღორძინების ეპოქის, თანამედროვე
პერიოდის ხელოვნების
ნიმუშებში ადამიანის როლის,პროპორციებისა და მხატვრულ–გამომსახელბითი საშუალებებისადმი მიდგომები.
ფლობენ
გამოსაყენებელი მასალის სპეციფიკას, პრაქტიკულ უნარებს
ნამუშევრის შესაქმნელად, აქვთ ინდივიდუალური და ჯგფური
მუშაობის , დროის ორგანიზების გამოცდილება.
|
|
შეფასება
და თვითშფასება:
მოსწავლე შეფასდება განმავითარებელი ( შექება,სიტყვიერი
კომენტარი) და განმსაზღვრელი შეფასებით. იგი შეფასდება როგორც
თეორიული ცოდნით, ასევე
პრაქტიკული ნამუშევარით.
გაკვეთილის
დასრულების შემდეგ, მასწავლებელი შეავსებს თვითშეფასების წინასწარ შემუშავებულ კითხვარს.
|
|
სასწავლო
მასალა და რესურსები:
წიგნი,დაფა, ,კომპიუტერი ,პროექტორი, ილუსტრირებული მასალა.
პრაქტიკული სამუშაოსათვის:პლასტელინი, ხის ჩხირები,
ბამბა, ბისერები...
თემატური დავალებისათვის „სააღდგომო
ნატურმორტი“ შესაქმნელი საგნები:პასკა,კვერცხები,
ჯეჯილი, კალათა, მისალოცი ბარათი, სანთელი....
|
|
ა ქ ტ ი ვ ო ბ ე ბ ი
მზადება
გაკვეთილისთვის.
მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს, ამოიკითხვას სიას
და აღნიშნავს ჟურნალში თარიღს.
გადაამოწმებს,ხომ ყელას
სახელმძღვანელო, რვეული, ნივთები წინასწარ
დანიშნული პრაქტიკული სამუშაოსათვის.
დრო 2 წთ.
|
|
აქტივობა
1 გაკვეთილის თემის , მიზნის ,
დროის გადანაწილების გაცნობა.
აქტივობის
მიზანი: მოსწავლეებისთვის ნათელი იყოს რაზე უნდა გაამახვილონ
ყურადღება გაკვეთილის მსვლელობისას, რისთვის იყვნენ მოტივირებულნი.
აქტივობის
ხანგრძლივობა 1 წთ
აქტივობიის
აღწერა: მასწავლებელი ფლეტჩერის (დიდი ფორმატი) დახმარებით აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას.( ფორმატზე სწერია
გაკვეთილის სათაური „პროპორცია“
და ჩამოთვლილია ის ქვეყნები, მხატვრული მიმდინარეობები, რომელთა
ნიმუშებია განსახილველი).
|
|
აქტივობა
2 კითხვა -პასუხი , გონებრიბრივი იერიში
აქტივობის
მიზანი:წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის ხანგრძლივობა 3
წთ.
აქტივობის
აღწერა: მასწავლებელი გამოწვევის ფაზაზე სვავს კითხვებს
, რომლებსაც პასუხობენ
მოსწავლეები.
1.გაიხსენეთ,
ვინ და როდის დაადგინა, სახვით ხელოვნებაში, ადამიანის გამოსახვის პროპორციის
კანონები?
2. რატომ ქვია
ბერძენი მოქანდაკე პოლიკლიტეს
ქანდაკებას „კანონი?’
3გაიხსენეთ, რა საერთოა პოლიკლიტესა და მიქელანჯელოს მიდგომებში
პროპორციასთან დაკავშირებით?
4. რის საფუძველზეა შექმნილი
ლეონარდო და ვინჩის „ვიტრუვიუსის ადამიანი?“
5. სხეულის ფორმების რა შესაბამისობაა უბისის (მე–15 სკ.) და ბუგეულის
(მე–17 სკ.)
ფრესკების მხატვრობაში? რატომ?
აქტივობა
3. სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ნიმუშების ილუსტრაციების გაცნობა სლაიდშოუს საშუალებით.
აქტივობის მიზანი
: მოსწავლეებმა
ნათლად დაინახონ ადამიანთა
გამოსახვის ,პროპორციული განსხვაება ეგვიპტურ, შუმერულ, ბერძნულ–რომაულ, ქრისტიანულ, რენესანსის პერიოდის ნიმუშებში.
აქტივობის
აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს
,სლაიდშოუს საშუალებით დაათვალიერებინებს შესაბამის
ილუსტრაციებს და გააკეთებს თემატურ
მიმოხილვას.
აქტივობის ხანგრძლივობა–
3 წთ
|
|
აქტივობა
4 .მასწავლებელი ავალებს
რამდენიმე მოსწავლეს სახელმძღვანელოს ილუსტარიების მიმოხილვის
საშუალებით გაკვეთილის მოყოლას.
აქტივობის მიზანი– მოსწავლემ
შეძლოს ცოდნის გამოვლენა
და აუდიტორიასთან კომუნიკაცია.
აქტივობის
აღწერა– რამდენიმე გამომსვლელი მოსწავლე
ყვება გავეთილს, განმარტავს ლექსიკონს,
თეზისებს, ილუსტრაციებს განიხილავს თეორიასთან
მიმართებაში.
აქტივობის
ხანგრძლივობა–10 წთ
|
|
აქტივობა 5 :მინილექცია შესასწავლი
ახალი
მასალის შესახებ თემაზე: „შედარებით დიდი და შედარებით პატარა“
აქტივობის მიზანი:ახალი
მასალისთვის მზადება
აქტივობის ხანგრძლივობა 4 წთ
აქტივობის აღწერა:მასწავლებელი
ზოგადად მიმოიხილავს სხვადასხვა
ეპოქის,მხატვრული მიმდინარეობების დამოკიდებულებას მთავარისა და დაქვემდებრებულის სხვადასხვაგვარი ზომებით
გამოხატვის გამო.მოყავს მაგალითები
ქართული სატაძრო
, ეგვიპტურ–შუმერული რელიეფებიდან
, რენე მაგრიტის
ნახატებიდან.
ხსნის ახალ მასალას.
განმარტავს ახალ სიტყვებსა და მცნებებს.
|
|
აქტივობა 6:
გონებრივი იერიში.
აქტივობის
მიზანი: თეორიული ცოდნის
,მსჯელობის უნარის განმტკიცება.
აქტივობის
აღწერა: მოსწავლეები პასუხობენ მასწავლებლის დასმულ შეკითხვებს.
1. ხომ ვერ გაიხსენებთ
ნიმუშს, სადაც გამარჯვებული მეფე დიდი ზომითა, დამარცხებული საშუალო, ხოლო
მონა პატარა ზომით
არიან გამოსახულნი?
2. რატომაა
აშოტ კურაპალატის რელიეფზე
თავი და ხელები საკმაოდ
დიდი ზომის?
3.დაასახელეთ თქვენთვის ცნობილი ნახატები, სადაც საგნების
ზომები იდეის მიხედვითაა შეცვლილი და სათაურს
შეესაბამება.
4. გაიხსენეთ და დაასახელეთ,
როგორი პროპორციითაა გადმოცემული
მთავარი და დამოკიდებული საგნები ფიროსმანის
ნახატებზე „ სააღდგომო ნატურმორტი“,
„სააღდგომო ბატკანი“.
5. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება
ასე?
აქტივობის ხანგრძლივობა 2წთ
აქტივობა 7: მასწავლებელი ავალებს
მოსწავლეებს , ჯგუფებში, 2–2მა , სხვადახვა მასალისგან
შექმნან მრავალფიგურიანი კომპოზიცია
სათაურით „სააღდგომო ნატურმორტი“ შესაბამისი პროპორციების დაცვით.
კლასში ,გაკვეთილზე, წარსადგენად.
უნიშნავს დროის ლიმიტს ( 10 წთ) ,
პირველ სამ ჯგუფს მიეცემა საკუთარი ნამუშევრის განხილვის
საშუალება.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა მიზნობრივად
წარმართონ პრაქტიკული უნარ–ჩვევები, წარმოსახვის უნარები
შეუსაბამონ კონკრეტული იდის განხორციელებას.
შეძლონ დროის
ორგანიზება.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები
იყენებენ წინასწარ მოტანილ
მასალას და ქმნიან სააღდგომო
საგნებს ( წითელი კვერცხები, ჯეჯილი, პასკა, სანთელი, კალათა, მისალოცი ბარათი), ითვალისწინებენ საგანთაშორის პროპორციებს, საკუთარი
ჩანაფიქრის მიხედვითაც ცვლიან
ფორმებსა და ზომებს.
აქტივობის ხანგრძლივობა 10 წთ.
|
|
აქტივობა
8: მასწავლებელის
მიერ, მოსწავლეთა წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასება.
აქტივობის მიზანი: მოსწავლებმა შეძლონ საუბარი საკუთარი ნამუშევრის შექმნის მოტივებზე,მოახდინოს შედარება სხვების
ნამუშევრებთან, გამოხატონ ჯგუფში მუშაობისას დასახული საერთო მიზნები, განმარტონ ფიგურათა
გამოსახვისას შერჩეული პროპორციების
მიზეზები.
აქტივობის აღწერა: დაფასთან გამოვა პირველი სამი ჯგუფი და წარადგენს ნსმუშევარს.
ისაუბრებენ ჯგუფის მიზნებზე,საკუთარ არჩევანზე, ფიგურათა გამოსახვისას არჩეულ მხატვრულ–გამომსაცელობით საშუალებებზე,კოლორიტზე..
აქტივობის ხანგრძლივობა:8 წთ.
|
|
აქტივობა 9. მასწავლებელის მიერ
მოსწავლეთა შეფასება წინასწარ
შედგენილი რუბრიკის მიხედვით.
მიზანი: მოსწავლეთა ჩართულობის, თეორიული ცოდნისა
და პრაქტიკული უნარების შეფასება.
აქტივობის აღწერა:მასწავლებელი ასახელებს
,აფასებს იმ მოსწავლეებს, ვინც იაქტიურა,
იმსჯელა, გაკვეთილი მოყვა, ნამუშევარი წარადგინა.
აქტივობის ხანგრძლივობა 2წთ.
|
|
აქტივობა10. საშინაო დავალების ჩანიშვნა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეებს ანიშნინებს საშინაო დავალებას –
( პიტერ
კლასის „ნატურმორტი ოქროს თასით“
აღწერა, ახსნილი გავეთილი „შედარებით პატარა, შედარებით დიდი“
თხრობით)
აქტივობის მიზანი: მომავალი
გაკვეთილისათვის მზადება.
აქტივობის ხანგრძლივობა 1 წთ.
|
|
გაკვეთილის ბოლოს
,მასწავლებელი ავსებს თვითშეფასების რუბრიკას.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий