დღე I
დღე II-პროექტებით სწავლება
დღე III- სასწავლო პროექტის დაგეგმვა
დღე IV
დღე V
დღე VI
დღე VII
დღე VIII-ფასილიტაცია ტექნოლოგიებით
დღე IX სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
1-ლი დღე- პროექტებით სწავლება
1.კოლეგების ურთიერთგაცნობა, ბეიჯების დამზადება,მოლოდინების განსაზღვრა.ძირითადად,გავეცანით პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდებს.განვეწყვეთ და დავრწმუნდით,რომ სასწავლო პროექტების განხორციელებისას,ისტ-ის ინეგრირება საგანთან, მეტად მნიშვნელოვანია მასწავლებლის ხელშეწყობისათვის.
2. ინტელის ძირითადი კურსის გაცნობისას, გავიცანით ვიუერი.ვიმსჯელეთ რამ დაგვაინტერესა, რაში გამოვიყენებთ ამ ყველაფერს.
3. რეფლექსის სახით ,- მოდულის რესურსებში წავიკითხეთ “21-ე საუკუნის უნარები” და ვიმსჯელეთ ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე მოსწავლეების მიმართებაში.
4. გავმართეთ დისკუსია-როგორი უნდა იყოს 21-ე საუკუნის ახალგაზრდა.
5.ვიმუშავეთ პორტფოლიოს შექმნაზე ინდივიდუალურად. იყო კითხვა-პასუხი.
6.სასწავლო პროექტის შაბლონის განხილვის შემდეგ, ჩვენც შევქმენით სასწავლო პროექტები და საჯაროდ განვიხილეთ, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები, რჩევები.
7-8 ინდივიდუალურად ვიმუშავეთ და განვიხილეთ სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა
9..მცირე დისკუსიის შემდეგ კი, რეფლექსიის სახით, ვიუერში , შესაბამისი ტექსტური ველის შევსება დამოუკიდებლად.
10საინტერესო იყო პორტფოლიოს რუბრიკის განხილვა, რომელზეც ინდივიდუალურად ვიმუშავეთ.
11. პროექტზე დაფუძნებული მიდგომების განხილვისას,საინტერესო იყო პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტის გაცნობა და შეკითხვებსაც ვუპასუხეთ,დღესღეობით, სკოლებში განხორციელებულ პროექტების მახასიათებელთან დაკავშირებით… რა ემთხვევა და რა -არა, ჩეკლისტს.
12. გავეცანით სასწავლო პროექტების პორტფოლიოს, შემდეგ ინდივიდუალურად ვიმუშავეთ, შემდეგ კი, გავაკეთეთ პრეზენტაცია.
|
დღე II-პროექტებით სწავლება
ყოველი აქტივობა ეძღვნებოდა ტრენინგის პროგრამის მიზნებს: პროექტის გეგმის შაბლონის, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკის, პროექტის პორტფოლიოების ნიმუშების გაცნობას. ასევე,პროექტის დაგეგმვისა და სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვას,გამოქვეყნებას სხვებისთვის გასაზიარებლად.და ზოგადად,ტექნოლოგიებით გამდიდრებულ ისეთი სასწავლო პროექტის დაგეგმვა, რომლის მიზანია ,მაღალი სააზროვნო დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.
წინა დღეს განიხლული საკითხების გახსენების შემდეგ, ერთმანეთს გავაცანით სახლში მოფიქრებული პროექტის იდეები.
3.გავეცანით პუბლიკაციის დაგეგმვის პრინციპს და განვიხილეთ პროგრამაში მითითებული პუბლიკაციის მაგალითები ჩეკლისტის გამოყენებით.
4-5. ამის შემდეგ, ინდივიდუალურად ვიმუშავეთ პროექტზე დაფუძნებული კვლევებსა და გამოცემების შესახებ.
6.შევქმენით პუბლიკაციების მონახაზები და გამოვიყენეთ ჩეკლისტი.
7.საინტერესო აღმოჩნდა გამოცემის დაკაბადონება ანუ ელექტრონული პუბლიკაციის შექმნა.
8. ამის შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგზე.
9.ბოლოს კი, ინდივიდუალურად ვიმუშავეთ ჩვენი განსახორციელებელი პროექტის დაგეგმვის ეტაპზე. ანუ წინასწარი დაგეგმვა,პირველი ნაბიჯები პროექტისა, რომელსაც ვუწოდე “პირველი ავტოგრაფი”
დღე III- სასწავლო პროექტის დაგეგმვა
წინა დღის მასალის გახსენების შემდეგ,კიდევ ერთხელ გადავხედეთ საკუთარი საგნების სტანდარტს, ინტერნეტიდან, რათა მათზე მოგვერგო პროექტის მიზნები,რომლებიც მოსწავლეთა მაღალ სააზროვნო უნარებზე ყოფილიყო გათვლილი. გამოვიყენეთ ინტერნეტეწსურსები:21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,სტანდარტებისა და მიზნების რუკა,ბლუმის ტაქსონომია, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები.
სასწავლო მიზნების შემუშავებისას წყვილებში, ერთმანეთის მიზნები შევაფასეთ რუბრიკებით.
საინტერესო აღმოჩნდა ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვების გააზრება, რომელიც მოცემული მაგალითების მიხედვით განვიხილეთ. გამოვიყენეთ კითხვებთან დაკავშირებული რესურსებიც.ამის შემდეგ ,შევადგინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, -არჩეული სტანდარტის გათვალისწინებით.ეს კითხვები შევაფასეთ რუბრიკით. ისინი ბლოგზე გავაზიარეთ და ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავაცანით.
საშინაო დავალებად მოგვეცა ჩვენი არჩეული პროექტისათვის ზოგადი და საკვანძო კითხვების დამუშავება
დღე IV
სასწავლო პროექტის დაგეგმვა
ყოველი აქტივობა შეესაბამებოდა ტრენინგის მიზნებს:შეფასების მეთოდებისა დასტრატეგიების განხილვა,შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად, სასწავლოპროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა, სტანდარტების,მიზნებისა და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დახვეწა სასწავლო როექტებისათვის.
გავეცანით ტექსტს რესურსიდან პროექტზე დაფუძნებული სწავლის შეფასება და დამოუკიდებლად განვსაზღვრეთ შეფასებები თითოეული მიზნისა და გამოკვეთილი უნარ-ჩვევებისათვის.მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პროექტის შეფასების -დროში გაწერილი გეგმის საკითხი.ერთობლივად განვიხილეთ სამაგლითო პროექტის შეფასების დროში გაწერილი გეგმა.შეფასება ორიენტირებული იყო მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად. პროექტის ფარგლებში განვსაზღვრეთ , მოსწავლეთა წინარე ცოდნის დადგენის ფაქტორი და განვიხილეთ რუბრიკის კრიტერიუმები.რესურსის- მოსწავლეთა საჭიროების შეფასების ჩეკლისტის გამოყენებით მოვახდინეთ შეფასების ფორმის მოდიფიკაცია.
გავეცანით რესურსს- სასწავლო პროექტის პრეზენტაციის ნიმუშები და დავიწყეთ პრეზენტაციიის დაგეგმვა. Power point -ში მუშაობის პრინციპით შევქმენით ძირითადი მონახაზი და დავხვეწეთ პრეზენტაცია.ვიმუშავეთ დამოუკიდებლად. შემდეგ კი, ეს ყოველივე ავტვირთეთ D-GP,-IP,Google Drive -ში და ბლოგზე გადავიტანეთ.
|
დღე V
მე-5დღე- კავშირები და მოდელი, მოსწავლის სასწავლო ნიმუშების შექმნა
ტრენინგის აქტივობები გათვლილი იყო დაგეგმილ მიზნებზე:ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციები და მოსწავლეთა საჭიროების დადგენის ფორმები.გავცნობოდით საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ დამოკიდებულებებს. შეგვექმნა ბიბლიოგრაფიები.გავცნობოდით ინსტრუმენტებს, რომლებიც კვლევაში, კომუნიკაციასა და თანამშრომლობის პროცესშ იუნდა გამოგვეყენებინა.დაგვეგემა ინტერნეტთანამშრომლობა, გაგვეზიარებინა იდეები, გვემსჯელა,პროექტში ინტერნეტის გამოყენების შესახებ. შეგვეფასებინა, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშები:პრეზენტაციები,პუბლიკაციები, ვიკი, ბლოგები.პროექტის გეგმაში შეგვეტანა საჭირო ცვლილებები და გაგვეკეთებინა რეფლექსია.
სწორედ ამიტომ,ტრენინგზე, მონაწილეებმა , პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციასთან დაკავშირებით დავსვით შეკითხვები და დავაზუსტეთ საკვანძო პუნქტები, რომლებიც მოსწავლის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებისა და მაღალ სააზროვნო უნარებზე იყო გათვლილი.ჩვენი სასწავლო პროექტები , სწორედ, ამ კუთხით განვიხილეთ.ინტერესით გავეცანით საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ დამოკიდებულებებს.
პროექტის პრეზენტაციისთვის ინტერნეტიდან მოვიძიეთ ,გადმოვიწერეთ და ავტვირთეთ საჭირო რესურსები. შევაფასეთ საკუთარი და ერთმანეთის ვებგვერდები.
დავგეგმეთ, რა ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ საკუთარი პროექტებისთვის.ძალიან საინტერესო იყო ლექცია - ონლაინ კომუნიკაციის ინსტრუმენტების დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ. წყვილებში განვიხილეთ-პროექტის განხორციელებისას ისტ-ის გამოყენების სტრატეგიაზე.განვიხილეთ, პროექტის რა ეტაპზე შექმნის მოსწავლე თავის ნაშრომს.რამდენად იქნება მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი დაკავშირებული კითხვებთან, მიზნებთან, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევბთან.
შინაარსის დაგეგმვის შემდეგ კი, შევქმენით “მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი”.
გავაკეთეთ რეფლექსია.
|
დღე VI
--მოსწავლეთა პროექტების შეფასება
ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გავაცანით შექმნილი “მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი”. ისინი პორტფოლიოს რუბრიკის 2 კრიტერიუმით- “ტექნოლოგიების ინტეგრირება “ და “ სწავლის პროცესი” შევაფასეთ. დისკუსია გაიმართა საკითხზე, განგვესაზღვრა პრობლემები, რომლებიც თავს იჩენს მოსწავლის შეფასების პროცესში. გადავხედეთ პროექტის გეგმაში -შეფასების დროში გაწერილ გეგმას.დისკუსია საკითხზე,თუ როგორ უნდა შეფასდეს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი...რესურს “შეფასების დაგეგმვის” მიხედვით დავამუშავეთ შეფასება. გადავხედეთ ნიმუშებს და ვიმსჯელეთ, თუ რამდენად შეესაბამება მოსწავლის ნაშრომი პროექტის მიზნებსა და გეგმას. ხომ არ საჭიროებს იგი ცვლილებებს.ამიტომ გამოვიყენეთ შეფასების რუბრიკა, გავაკეთეთ რეფლექსია
|
დღე VII
დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
მონაწილეებმა წყვილებში გავაზიარეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და შეფასებები.
საინტერესო იყო ლექცია -სწავლის სტილი და მრავალმხრივი ინტელექტი.გავიხსენეთ პირადი პრაქტიკა დიფერენცირებულ სწავლასთან დაკავშირებით. ფოლდერიდან “დიფერენციაცია” ავირჩიეთ რეკომენდაცია და შევიტანეთ პროექტის გეგმაში.
ტრენერმა გაგვაცნო თვითრეგულირებადი სწავლის პრინციპები.ვიმსჯელეთ, რამდენად მნიშვნელოვანია განმავითარებელი შეფასების გამოყენება , მოსწავლეებში, თვითრეგულირების უნარის განვითარებაში.
ამის შემდეგ, გავეცანით რესურსს-თვითშეფასების და კოლაბორაციის შესაფასებელი ინსტრუმენტები.ხოლო თვითრეგულირების უნარის ხელშეწყობისთვის, მოვძებნეთ დიფერენცირებული სწავლების გზა ყველა ტიპის მოსწავლისათვის...სწავლის ხელშეწყობის მიზნით, გავეცანით შესაბამის რესურსებსაც. შევქმენით დამატეითი მასალები , მოსწავლეთა გეზის მისაცემად(სკაფოლდინგი).შევეცადეთ პროექტის მოდიფიცირებას და დავგეგმეთ თემისთვის საჭირო ფასილიტაციის მასალების მომზადება.
|
დღე VIII-ფასილიტაცია ტექნოლოგიებით
ვიმსჯლეთ იმის შესახებ, თუ როგორხვგამოვიყენოთ კითხტვების დასმის სხვადასხვა ტექნიკა მოსწავლეთა ჩართულობისა და მოსწავლეთა ჩართულობისა და მაღალი სააზროვნო უნარების განსავითარებლად.ყველა აქტივობა იყო მიზანზე გათვლილი,-შეგვექმნა პრეზენტაციები,დოკუმენტები,ცხრილები მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლოპროექტის ხელშესწყობად. ვისაუბრეთ ისტ-ის სტანდარტებზე.განვიხილეთ სასწავლო პროექტის განხორციელების იდეები, შევაფასეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები. ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა სირთულეები შეიძლება შეექმნას თვითონ მოსწავლეს, პროექტის მართვასთან დაკავშირებით.გავეცანით ფოლდერებს-მენეჯმენტის მასალები, შევქმენით რესურსი სასწავლო პროექტის მართვისთვის . დავწერეთ რეფლექსია.
დღე IX სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
მეტად საინტრესო აღმოჩნდა ტრენინგის ბოლო დღე.ფაქტობრივად , შევაჯამეთ, მთელი ცოდნა. ჯერ იყო სასწავლო პროექტების პორტფოლიოს ჩვენება.წინა დღეეების მასალის გახსენების შემდეგ, ტრენერთან ერთად ,შევამოწმეთ პორტფოლიოები და მისი შემადგენლობა. მოვახდინეთ მოსწავლეთა პროექტების დემონსტრირება, სასწავლო პროექტების პორტფოლიოს პრეზენტაცია. ვებ.ზე ავტვირთეთ პროექტის პორტფოლიო და მოვახდინეთ პრეზენტაცია.
დისკუსიის სახით ვიმსჯელეთ,რა იქონიებს გავლენას სწავლის პროცესზე. გავაანალიზეთ შეხვედრები, შესწავლილი, გათავისებული მასალა და მონაწილეთა უმრავლესობამ, სურვილი გამოვთქვით პროექტებით სწავლების დანერგვისა,საკუთარ პრაქტიკაში.
ეს იყო მეტად საინტერესო, პერსპექტიული, ეფექტური ტრენინგი თითოეული ჩვენგანისათვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий