სასწავლო მოდულის ავტორი
| |||
სახელი და გვარი
|
მახათაძე ნათელა, შათირიშვილი ტატიანა
| ||
რაიონი
|
ძველი თბილისი
| ||
სკოლა
|
N 24
| ||
ქალაქი
|
თბილისი
| ||
მოდულის მონახაზი
| |||
მოდულის დასახელება
| |||
„ჩემი ქუჩა ,ჩემი ისტორიაა“
| |||
მოდულის შინაარსი
| |||
თემის ფარგლებში მიმოვიხილავთ თბილისის რამდენიმე ქუჩის ისტორიას.გამოვარკვევთ განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის ინფორმირებულობის,ცოდნის დონეს,დამოკიდებულებას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში ,მოვახდენთ ქუჩების სხვადასხვა დროინდელი სახელწოდებების ,აბრების გამომსახველობითი ელემენტების შესწავლას და დავსახავთ სამომავლო გზებს ეროვნული გმირების,მოვლენების ,სახელმწიფო მოღვაწეების თუ სხვა დარგის წარმატებული ადამიანების პოპულარიზაციის მიზნით,რომელთა სახელწოდებებსაც ატარებს ჩვენი ქუჩები.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდება სხვა სკოლის მოსწავლეების გამოწვევა.გავაკეთებთ მოთხოვნას ,რომელიმე რადიოს სახელზე,რათა ეთერში გავიდეს რუბრიკა“ ჩემი ქუჩა ,ჩემი ისტორიაა“ ყოველივე ზემოაღნიშნული კი,ხელს შეუწყობს მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებას ,მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გაღვივებას.
| |||
საგანი
| |||
ისტორია-ხელოვნება
| |||
დონე/კასი
| |||
საბაზო -საშუალო VII- XI კლასი
| |||
განხორციელების დროის ჩარჩო
| |||
1 თვე
| |||
მოდულის საფუძვლები
| |||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
| |||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
| |||
1.საკუთარი ქუჩების სახელწოდებების დადგენა ,წარსულში და ახლა,მათი ისტორიის ცოდნა .
2.ინფორმაციის სხვდასხვა ფორმით გადმოცემა ,დიაგრამების აგება , ნამუშევრის ორიგინალურად წარმოდგენა,აბრების შექმნა.
3.მოსწავლეთა მიერ გამოკითხვის ჩატარება,ძირითადი საკითხების კვლევა.
4..სტატისტიკურ მონაცმებზე დაყრდნობით ანალიზის გაკეთება;
5.აღნიშნული პრობლემის შეფასება და გადაჭრის გზების მოძიება.
| |||
სასწავლო გეგმის განმსაზღვრელი კითხვები
| |||
ზოგადი კითხვა
|
რა წარმოდგენას გიქმნის ქუჩის დასახელება ,აბრები ერის სახელმწიფოებრივი და ისტორიული ცნობიერების შესახებ?
| ||
თემატური კითხვები
|
შენი აზრით ვისი/რისი სახელწოდების ქუჩები უნდა იყოს საქართველოს ქალაქებში?
| ||
შინაარსობრივი კითხვები
|
1.ვის/რის სახელთან არის დაკავშირებული ,შენი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ქუჩის სახელწოდებები?
2.რამდენად იცნობს სოციუმი იმ ადამიანების რვაწლს ,ვისი სახელობის ქუჩებიც მდებარეობს შენს სახლთან ახლოს ?
3. ქუჩისთვის სახელის მინიჭების გარდა ,კიდევ რა გზით არის შესაძლებელი პიროვნების პოპულარიზაცია?
| ||
შეფასების გეგმა
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
აღწერეთ შეფასების ფორმები, რომელსაც კლასში მოსწავლეებთან მუშაობისას იყენებთ საჭიროებების განსაზღვრის, მიზნების დასახვის, პროგრესის მონიტორინგის, უკუკავშირის უზრუნველყოფის, კრიტიკული აზროვნების და პროცესების შეფასების, სასწავლო პროცესის ანალიზსითვის სასწავლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე. მოცემული შესაძლოა მოიცავდეს გრაფიკულ დამგეგმავებს (ორგანაიზერებს), წერითი სამუშაოსთვის ინსტრუქციებს, პრაქტიკული მუშაობის ჩანაწერებს, ჩამონათვალებს, გამოკითხვებს და რუბრიკებს. ამასთანავე, აღწერსდეს მოსწავლეების მიერ შექმნილი პროდუქტების აღწერას, პრეზენტაციებს, წერილობით დოკუმენტებს, ან ეტაპობრივ შეფასებებს, რომელსაც განახორციელებთ სასწავლო პროცესში. სასწავლო პროცედურების გრაფაში განმარტეთ, ვინ იყენებს შეფასებებს, როგორ გამოყენება შედეგები და სად ხორციელდება.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა საკითხები
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო უნარ-ჩვევები
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დიაგრამების შედგენა,პრეზენტაციის გაკეთებისა და ინფორმციის მოძიება დახარისხების,შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო პროცედურები
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო ციკლის ზუსტი აღწერა - მოსწავლეთა მიერ შესრულებული აქტივობების მასშტაბები და თანმიმდევრობა, მოსწავლეთა ჩართულობის აღწერა სწავლის პროცესის დაგეგმვა.
1)მოსწავლეების შეჩევა გამოკითხვის, სურვილისა და შესაძლებლობის საფუძველზე( 5-5 მოსწავლისაგან დაკომპლექტებული 2 ჯგუფის შექმნა).
2) კონკრეტული სამოქმედო გეგმისა და ფუნქციების გაცნობა-გადანაწილება.
3) შესაბამისი კითხვარების შედგენა ( განხილვა)
4) მოქალაქეების გამოკითხვა წინასწარ შედგენილი რუბრიკების მეშვეობით.
5) გამოკითხულთა , მიღებული პასუხების კლასიფიკაცია, შედეგის გაცნობა პრეზენტაციის
საშუალებით.
6. არქივში ვიზიტი და მოძიებული ინფორმაციის დამუშავება -ანალიზი.
7. ისტორიისა და ხელოვნების მასწავლებლების კონსულტაცია,პროექტის საბოლოო
სრულყოფისათვის.
8. პროექტის საბოლოო ვერსიის განხილვა ( პრეზენტაცია). შემოქმედებიი ჯგუფის მიერ აბრების
მაკეტებისა წარმოდგენა ,სლაიშოუს ჩვენება.
8. რადიოს ხელმძღვანელობასთან ვიზიტი და კონკრეტული საინფორმაციო დროის გამოყოფა
პროექტის პოპულარიზაციისთვის.
9. ძველი თბილისის რაიონის რამდენიმე სკოლის ადმინისტრაციასთან ვიზიტი და აღნიშნული
პროექტის ფარგლებში მათი გამოწვევა.
|
დიფერენცირებული სწავლება
| ||
სპეციალური საჭიროებები
|
არ ფიქსირდება
| |
არაინგლისურენოვანი
მოსწავლეები (მოსწავლეები, რომლებისთვის სწავლების ენა არ არის მშობლიური)
| ||
მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები
|
ატარებენ გამოკითხვა-კვლევას N24 საჯარო სკოლის მიმდებარე 5 ქუჩის მაცხოვრებელთან, სტუმრებთან - ვისი სახელობისაა ეს ქუჩა ,რა იციან მის შესახებ? ვისი სახელობის ქუჩები უნდა დაემატოს ან არ დაემატოს თბილისს,რა იციან მათი ქუჩის ძველი სახელწოდების შესახებ,როგორი აბრა უნდა ჰქონდეს ქუჩას მეტი ინფორმაციის დამტევი რომ იყოს? უცხო ქვეყნებში ,ქალაქებში მოგზაურობისას თუ მიუქცევიათ ყურადღება ქუჩის აბრებისათვის?
აკეთებენ მიღებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზსს და პროექტის ფარგლებში წარმოადგენენ პრეზენტაციას.
| |
სასწავლო მოდულისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ, პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
| ||
ფოტო კამერა
კომპიუტერი (ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტ კავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეო კამერა
ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, პროექტი ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
| ||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელ-ფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტ-დისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტ ძიება
მულტიმედია
|
ვებ-გვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
სახელმძღვანელოები,საარქივო მასალები
|
ინვენტარი/მასალები
|
არქივიდან მოვითხოვთ ინფორმაციას საკვლევი ქუჩების ძველი სახელწოდებების შესახებ,გავაკეთებთ ანალიზსს თუ რასთან იყო დაკავშირებული ბოლო 50-100 წელში ქუჩების სახელწოდებების ცვლილება.
|
ინტერნეტ რესურსები
|
ვებ მისამართები (URLs) რომლებიც ხელს უწყობს მოდულის მიზნების განხორციელებას
|
სხვა რესურსები
|
ა) არქივის თანამშრომლების კონსულტაცია ქუჩის ძველი სახელწოდებების შესახებ.ბ) ისტორიის მასწავლებლის კონსულტაცია ,პიროვნების ღვაწლის,მოვლენების პოპულარიზაციისთვის ბუკლეტების დამზადების დროს. გ) ხელოვნების მასწავლებლის კონსულტაცია, მოსწავლეებისთვის სხვადასხვა ქვეყნის აბრების გაცნობა ( მათ შორის განსხვავებული დროის) ,რათა მათ თვითონვე შექმნან ვირტუალური აბრები და სლაიდ შოუს სახით წარმოადგინონ. ( დამატებითი რესურსები: კომპიუტერი ,პროექტორი)
|
პროექტის შეფასების რუბრიკა
1-2
|
3-4
|
5-6
|
7-8
|
9-10
| |
კვლევა,მასალის მოძიება ,ორგანიზება
|
კვლევა არ ჩაუტარებიათ,
არ აქვთ ინფორმაციები.
|
კვლევა ზედაპირულია,
არ პასუხობს
პროექტის მიზანს.
|
კვლევა ზედაპირულია,
ნაწილობრივ პასუხობს
პროექტის მიზანს,საკითხები
მშრალად არის
წარმოდგენილი.
|
კვევა ჩატარებულია,პასუხობს პროექტის
მიზანს,თუმცა
ინფორმაციას აკლია
ორგანიზება.
|
კვლევა ჩატარებული აქვთ ღრმად,პასუხობს პროექტის მიზანს.წარმოადგინეს საინტერესო ინფორმაციები.
|
არგუმენტაცია,პრეზენტაცია
|
უჭირთ დასაბუთება,არ იციან არგუმენტირებული საუბარი,არ აქვთ პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
|
ცდილობენ გამოთქვან თავიანთი აზრები,არ აქვთ დასაბუთება,პრეზენტაციის უნარ-ჩვევები სუსტად აქვთ გამოხატული.
|
გამოთქვამენ თავიანთ შეფასებას,თუმცა უჭირთა დასაბუთება,პრეზენტაციის უნარ-ჩვევები ნაწილობრივ აქვთ გამოხატული.
|
გამოთქვამენ თავიანთ შეფასებებს,ასაბუთებენ,აკეთებენ დასკვნებს,თუმცა პრესენტაციის გაკეთებისას აკლიათ დამაჯერებლობა.
|
გამოთქვამენ თავიანთ შეფასებებს,ასაბუთებენ არგუმენტირებულად,პრეზენტაციის გაკეთებისას დამაჯერებლ დასკვნებს აკეთებენ.
|
დროის ლიმიტი
|
დრო ვერ გათვალეს
|
დრო ვერ გათვალეს
|
დრო ვერ გათვალეს(არ ეყოთ,არ დარჩათ)
|
დრო გამოიყენეს რაციონალურად
|
დრო კარგად აქვთ გათვლილი.
|
გუნდური მუშაობა
|
არ არის გუნდური ნამუშევარი
|
არ არის გუნდურობა,მხოლოდ ერთი მუშაობს.
|
გუნდში მხოლოდ უმცირესობა მუშაობდა.
|
გუნდში ერთია აქტიური დანარჩენები
პასიურები არიან,ერთმანეთისაზრებს არ იზიარებენ.
|
გუნდური ნამუშევარია,ერთმანეთის აზრებს უსმენენ,იყენებენ და პატივს სცემენ.
|
თვალსაჩინოება
|
არ აქვთ
|
არ აქვთ თვალსაჩინოება ,ან ძალიან ზედაპირულია
|
არ აქვთ თვალსაჩინოება ,ან ზედაპირულია
|
აქვთ თვალსაჩინოება გამოყენებული
|
აქვთ საინტერესო,ეფექტური თვალსაჩინო მასალა.
|
საინფორმაციო-ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება
|
არ იყენებს
|
არ იყენებს
|
გამოყენებულია ზედაპირულად და მიზანთან შეუსაბამოდ.
|
გამოყენებულია მიზნობრივად ,აკლია მრავალფეროვნება
|
გამოყენებულია მიზნობრივად და მრავალფეროვნად.
|
https://drive.google.com/file/d/0BwQItS_fQ16MNXdWZ0ZLSEIwMGs/view
თავისუფალი
გაკვთილების ცხრილი
საგანი– ხელოვნების ისტორია
მოგახსენებთ,
რომ შერჩეული შესასწავლი მასალა დაფუძნებულია, საგაკვეთილო პროცესში,
მოსწავლეთა მიერ გამოვლენილ ინტრესებზე. მართალია აღნიშნული ინფორმაციების ფრაგმენტები
,პროგრამულად, სხვადასხვა ჭრილში მოცემული და
განხილულია, მაგრამ ჩემ მიერ დაგეგმილ
გაკვეთილებში , ეს ყველაფერი ახლებურად, თემატურად იქნება
დალაგებული.
სწავლების მიზანია სხვადასხვა ეპოქის ქართული
ხელოვნების ( წარმართული , ქრისტიანული ) ნიმუშების სიღრმისეული
შესწავლა ისტორიულ
ჭრილში და უცხოურ ექსპონატებთან მიმართებაში, ცნობილი ფაქტების, პერსონაჟების და ნიმუშების
ერთმანეთთან დაკავშირება, განხილვა,შეფასება...
ასევე
გათვალისწინებულია მოსწავლეთა ცოდნის
გაღრმავება პრაქტიკაში გამოსაყენებლად
(შეძენა,შეფასება,ამოცნობა), სხვადასხვა
სასწავლო
საგნებთან ინტეგრირება, კომუნიკაციის, პრეზენტაციის,შეფასების, კრიტიკის,
თვითკრიტიკის უნარების განვითარება.
სკოლაში
ქართული ან საქართველოს
ხელოვნების ისტორია არ ისწავლება და დარწმუნებული ვარ, ეს გაკვეთილები,
გათვალისწინებული აქტივობებით( თეორიული,პრაქტიკული
, მუსიკალური)საინტერესო იქნება სხვადასხვა ინტერესების მქონე მოსწავლეთათვის. მითუმეტეს,
სახვითი ხელოვნების დისციპლინის
განსახილველი ობიექტი,–ვიზუალური მასალა,მეტად გამომსახველი
და მეტყველია სხვადსხვა ქვეყნების,
ეპოქების, მიმდინარეობებისა.
|
თ ე მ
ა
|
ა ქ ტ ი ვ ო ბ ე ბ ი
|
1
|
„იუნესკო“
–გაერთიანებული ერების განათლების,მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია.
მის რიგებში
შემავალი მსოფლიო და ქართული მატერიალური და არამატერიალური ძეგლები.
|
შესავალი –ორგანიზაცია „იუნესკოს“ შექმნის თარიღის, მიზნების, ლოგოს,განხორციელებული
პროექტების, ძეგლთა სტატუსის მინიჭების კრიტერიუმების შესახებ.
სლაიდშოუ იუნესკოში შემავალ
( ჩაჟაში,
მცხეთა, გელათი, ბაგრატის ტაძარი) და რიგში მდგომ ქართული
და რამდენიმე უცხოური ძეგლის შესახებ.
აქტივობა კრიტერიუმების მისადაგება, გაცნობა,შესწავლა.
|
2
|
თანამედროვე მსოფლიოს 7 საოცრება
|
პედაგოგის
მიერ ძველი მსოფლიოს 7 საოცრების მიმოხილვა
და მოსწავლეთა მიერ მომზადებული სლაიდშოუები,
პროექტები შემდეგი თემების შესახებ:ჩინეთის
დიდი კედელი, კოლიზეუმი,პეტრა.
|
3
|
თანამედროვე
მსოფლიოს 7 საოცერება
|
სლაიდშოუ: მაჩუ–პიკჩუ, ქრისტეს ქანდაკება, თაჯ–მაჰალი,ჩიჩენ–
იცა.
|
4
|
საქართველქროს
მუზეუმების ოქროს ფონდის წარმართული
პერიოდის განძი–არმაზის, საირხის, თრიალეთის ,ვანის განძის დანიშნულება და სიმბოლიკა .
|
თეორია,სლაიდშოუ, ინტერაქტივი, რეფერატები. კლასში
ნაწერების შემოწმება .
|
5
|
ექვთიმე თაყაიშვილის მიერ „გადახიზნული“ განძის ისტორია.
|
მოკლემეტრაჟიანი
აუდიომასალა. ფოტომასალა.ექსპონატების ილუსტრაციები.
მსჯელობა
მოქალაქეობრივ ვალდებულებებზე.
|
6
|
უძველესი
საქართველოში და უცხოეთში დაცული ქართული
ხელნაწერები (ადიში, პარხალი,ჯრუჭი,გელათი,
მოვი).
მათი მინიატურების ილუსტრაციების გაცნობა.
|
მინიატურების ილუსტრისტრაციების გაცნობა, დათვალიერება,დახასიათება.
ასომთავრულითა და ნუსხახუცური ასოების
შესწავლა, წერა.
|
7
|
ასომთავრული , ნუსხახუცური ანბანის დაუფლება.
საზედაო ასოების შექმნა.
|
უცხო ტექსტის
წაკითხვა.
საზედაო ასოების გამშნენება–ხატვა.
|
8
|
დასურათებული „ვეფხისტყაოსანი“
(2016 წ.შოთა რუსთაველის წელია)
|
XVII-XXI საუკუნეების
დასურათებული „ვეფხისტყაოსნის“ რამდენმე
ნიმუშის წარდგენა, დათვალიერება. ილუსტრაციების აღწერა, შედარება.
ნახატებში და ტექსტის დეტალების ამოცნობა.
საკუთარი შთაბეჭდილების წერილობითად გადმოცემა.
|
9
|
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები „ვეფხისტყაოსანში“.
|
მოსწავლეები
პოემიდან ამოიწერენ
ნაგებობების,
იარაღების, ტანისამოსის,საკრავების გამოყენებითი საგნების შესახებ არსებულ ფრაზებს. ზოგი დახატავს,
გამოძერწავს, ზოგი თეორიულად, ეპოქალურ
ჭრილში მიმოიხილავს ამ ყოველივეს.
|
10
|
13 გაკვეთილი დაეთმობა
12 საუფლო დღესასწაულის შინაარსის, მართლმადიდებლური იკონოგრაფიის საფუძვლების,ხატების კომპოზიციების შესწავლას
და მათ პარალელების გავლებას დასავლეთევროპულ
ხელოვნებასთან.
|
პედაგოგის
მიერ ლექცია –საუბარი თემაზე : ხატის,
როგორც თაყვანცემის ობიექტის პირველი შემქმნელები, საინტერესო ფაქტები ისტორიები...სხვადასხვა შინაარსის და პერსონაჟის ,ჟესტების ხატები.
მათ შორის 12 საუფლო.
პედაგოგი
სლაიდშოუს საშუალებით წარადგენს
დიდი დღესასწაულის ილუსტრაციებს.
იქვე განმარტებული იქნება განსხვავება დასავლეთევროპულ
და მართლმადიდებლურ კანონიკას შორის, რომ
რენესანსის დიდი ხელოვანების ამავე
შინაარსის ნახატებიც ადვილად ამოიცნოს მოსწავლემ.
|
11
|
ღვთისმშობლის შობა
|
ამბის ისტორია, ხატის იკონოგრაფია,სლაიდშოუს საშუალებით რამდენიმე
ილუსტრაცია. რაც მთავარია, მოსწავლეებს
დაევალებათ მოიძიონ საზღვარგარეთული მხატვრობის
მოცემულ თემაზე შექმნილი ნიმუშები და დააკავშირონ,შეადარონ ისინი მართლმადიდებლურს.
*ასახელებენ დღესასწაულთან დაკავშირებულ ცნობილ ტაძრებს)
*მოსწავლეები მოისმენენ და შესარელებენ დღესასწაულთან დაკავშირებულ მუსიკალურ
ნომრებს ( საგალობელი, ტროპარი, სიმღერა)
|
12
|
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
|
***
|
13
|
ხარება
|
***
|
14
|
ქრისტეშობა
|
***სიმღერა „ალილოს“ რამდენიმე ვარიანტი
|
15
|
მირქმა
|
***
|
16
|
ნათლისღება
|
***
|
17
|
ფერისცვალება
|
***
|
18
|
ბზობა
|
***
|
19
|
აღდგომა–დღესასწაულთა დღესასწაული
|
*** „ქრისტე
აღდგას“ რამდენიმე ვარიანტი
|
20
|
ამაღლება
|
***
|
21
|
სულთმოფენობა
|
***
|
22
|
მარიამობა,
ჯვართამაღლება
|
***
|
23
|
ტრადიციული ხელსაქმე.
უძველესი
საყოფაცხოვრებო და საეკლესიო ნივთები.
|
ჯვრული ტექნიკით
ქარგვა პედაგოგის მითითებითა
და დახმარებით.
|
24
|
ძველი ქართული საერო და საეკლესიო ორნამენტი, მისი
სიმბოლიკა.
|
ილუსტრაციების გაცნობა. ორნამენტების
ხატვა და კალკით გადახატვა, ფრესკებიდან ასლების
განცდის გასათავისებლად.
საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოხატვა,მსჯელობა.
|
25
|
საველე პრაქტიკა
|
ვიზიტი ხელოვნების მუზეუმებში.
ექსპონატების დათვალიერება.ამოცნობა. წარმოდგენილთან
ზომის მისადაგება.
|
26
|
საველე პრაქტიკა
|
თბილისის
3 ტაძრის ინტერიერის
დათვალიერება, ფრესკებისა და რელიეფების კომპოზიციების , ამოცნობა,ფოტოების გადაღება,
ალბომის შექმნა.
|
2016/17 სასწავლო
წელი თბლისის 24 საჯარო სკოლა
პედაგოგი ტატიანა შათირიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий