ჩემ შესახებ

    დავიბადე  და გავიზარდე  ქ.თბილისში.  ბავშვობაში ზაფხულის  არდადეგებს  ვატარებდი  გურიაში, სოფელში  ბებია–ბაბუასთან და  ნათესავებთან.  ჩემი  ყველაზე  ტკბილი  მოგონებები  ამ  კუთხის  კეთილგანწყობილი  მოსახლეობის  ლაღ  იუმორსა  და   მათთან  გატარებულ  დროს  უკავშირდება.
    სკოლაში  სწავლის  დროს  მუსიკალურ  შვიდწლედში  დავდიოდი, ფორტეპიანოს  განხრით.  მახსოვს,  ჩემს  გარდა, ჩემს  მეგობრებს  დედები,  ძალით  ატარებდნენ  მუსიკაზე.    მართალია  მეც  მეზარებოდა  სოლფეჯიო  და რაღაც–რაღაცეები, მაგრამ სწორედ  მაშინ  გამიჩნდა ინტერესი პრობლემის  გამკლავებისა  და სიძნელის  დაძლევისა .   მიყვარდა   სიმღერა,  კითხვა,  ხელსაქმე.    მოგზაურობა  და  ექსკურსიები  მაშინ  ფანტაზიის  სფეროს  განეკუთვნებოდა–  რთული  დრო იყო.
            დღესდღეობით, ბავშვობისდროინდელი  ბევრი  ნატვრა  ასრულებულია...
    მაქვს  საყვარელი  საქმე, სფერო,  მყავს  საუკეთესო  მეგობრები,საყვარელი ოჯახის  წევრები.

                თავს  ძალიან  ბედნიერად  ნგრძნობ და ეს, მემგონი, სურათებზეც  აისახება.






   
ესეც   სიმღერა   გურიაზე..




            თავისუფალი  გაკვთილების  ცხრილი
                   საგანი– ხელოვნების  ისტორია
  მოგახსენებთ, რომ შერჩეული შესასწავლი მასალა დაფუძნებულია, საგაკვეთილო  პროცესში,  მოსწავლეთა  მიერ გამოვლენილ ინტრესებზე.  მართალია აღნიშნული ინფორმაციების  ფრაგმენტები ,პროგრამულად, სხვადასხვა ჭრილში მოცემული და განხილულია,   მაგრამ  ჩემ მიერ  დაგეგმილ გაკვეთილებში , ეს  ყველაფერი ახლებურად, თემატურად  იქნება  დალაგებული.
   სწავლების მიზანია  სხვადასხვა ეპოქის  ქართული ხელოვნების   ( წარმართული , ქრისტიანული  )  ნიმუშების   სიღრმისეული  შესწავლა   ისტორიულ ჭრილში   და  უცხოურ ექსპონატებთან  მიმართებაში, ცნობილი ფაქტების, პერსონაჟების  და ნიმუშების  ერთმანეთთან  დაკავშირება, განხილვა,შეფასება...
     ასევე   გათვალისწინებულია მოსწავლეთა  ცოდნის  გაღრმავება პრაქტიკაში გამოსაყენებლად  (შეძენა,შეფასება,ამოცნობა),  სხვადასხვა  სასწავლო  საგნებთან  ინტეგრირება,  კომუნიკაციის, პრეზენტაციის,შეფასების, კრიტიკის, თვითკრიტიკის უნარების განვითარება.  
     სკოლაში  ქართული   ან  საქართველოს  ხელოვნების ისტორია  არ  ისწავლება და დარწმუნებული ვარ, ეს  გაკვეთილები,  გათვალისწინებული  აქტივობებით(  თეორიული,პრაქტიკული , მუსიკალური)საინტერესო  იქნება  სხვადასხვა ინტერესების მქონე მოსწავლეთათვის. მითუმეტეს, სახვითი  ხელოვნების  დისციპლინის   განსახილველი ობიექტი,–ვიზუალური  მასალა,მეტად  გამომსახველი  და მეტყველია  სხვადსხვა ქვეყნების, ეპოქების, მიმდინარეობებისა.

თ      ე    მ     ა
ა   ქ  ტ   ი   ვ   ო   ბ  ე   ბ   ი
1
იუნესკო“ –გაერთიანებული ერების განათლების,მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია.
მის რიგებში   შემავალი  მსოფლიო და ქართული  მატერიალური და არამატერიალური  ძეგლები.
შესავალი –ორგანიზაცია  „იუნესკოს“ შექმნის თარიღის, მიზნების, ლოგოს,განხორციელებული პროექტების,   ძეგლთა სტატუსის  მინიჭების კრიტერიუმების შესახებ.
   სლაიდშოუ  იუნესკოში შემავალ
 ( ჩაჟაში, მცხეთა, გელათი, ბაგრატის ტაძარი) და რიგში მდგომ  ქართული  და  რამდენიმე უცხოური ძეგლის შესახებ.
  აქტივობა  კრიტერიუმების მისადაგება, გაცნობა,შესწავლა.
2
თანამედროვე მსოფლიოს 7 საოცრება
 პედაგოგის მიერ ძველი  მსოფლიოს 7 საოცრების მიმოხილვა და მოსწავლეთა მიერ  მომზადებული  სლაიდშოუები, პროექტები   შემდეგი თემების შესახებ:ჩინეთის დიდი კედელი, კოლიზეუმი,პეტრა.
3
თანამედროვე  მსოფლიოს  7 საოცერება
სლაიდშოუ: მაჩუ–პიკჩუ, ქრისტეს ქანდაკება, თაჯ–მაჰალი,ჩიჩენ– იცა.
4
საქართველქროს  მუზეუმების ოქროს ფონდის  წარმართული პერიოდის განძი–არმაზის, საირხის, თრიალეთის ,ვანის განძის დანიშნულება და სიმბოლიკა .
თეორია,სლაიდშოუ, ინტერაქტივი, რეფერატები.  კლასში  ნაწერების შემოწმება .
5
ექვთიმე თაყაიშვილის მიერ „გადახიზნული“  განძის ისტორია.
 მოკლემეტრაჟიანი აუდიომასალა. ფოტომასალა.ექსპონატების ილუსტრაციები.
მსჯელობა  მოქალაქეობრივ ვალდებულებებზე.
6
უძველესი  საქართველოში და უცხოეთში  დაცული  ქართული  ხელნაწერები (ადიში, პარხალი,ჯრუჭი,გელათი, მოვი).
მათი მინიატურების  ილუსტრაციების გაცნობა.

მინიატურების ილუსტრისტრაციების                        გაცნობა, დათვალიერება,დახასიათება.
    ასომთავრულითა  და  ნუსხახუცური  ასოების  შესწავლა, წერა.
7
ასომთავრული , ნუსხახუცური  ანბანის  დაუფლება.  საზედაო  ასოების შექმნა.
  უცხო  ტექსტის   წაკითხვა.
საზედაო  ასოების  გამშნენება–ხატვა.
8
დასურათებული „ვეფხისტყაოსანი“
(2016 წ.შოთა რუსთაველის წელია)
XVII-XXI საუკუნეების  დასურათებული  „ვეფხისტყაოსნის“ რამდენმე ნიმუშის  წარდგენა, დათვალიერება. ილუსტრაციების  აღწერა, შედარება.
ნახატებში და ტექსტის დეტალების ამოცნობა.
საკუთარი შთაბეჭდილების  წერილობითად გადმოცემა. 
9
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები  „ვეფხისტყაოსანში“.
მოსწავლეები  პოემიდან ამოიწერენ
ნაგებობების,  იარაღების, ტანისამოსის,საკრავების გამოყენებითი  საგნების შესახებ არსებულ ფრაზებს. ზოგი  დახატავს, გამოძერწავს, ზოგი  თეორიულად, ეპოქალურ ჭრილში მიმოიხილავს  ამ ყოველივეს.
10
13  გაკვეთილი  დაეთმობა  12 საუფლო დღესასწაულის  შინაარსის,   მართლმადიდებლური  იკონოგრაფიის  საფუძვლების,ხატების კომპოზიციების შესწავლას და მათ პარალელების გავლებას დასავლეთევროპულ  ხელოვნებასთან.
პედაგოგის  მიერ ლექცია –საუბარი თემაზე  : ხატის, როგორც თაყვანცემის ობიექტის პირველი შემქმნელები, საინტერესო ფაქტები ისტორიები...სხვადასხვა  შინაარსის და პერსონაჟის ,ჟესტების ხატები.
  მათ შორის  12  საუფლო.
პედაგოგი  სლაიდშოუს  საშუალებით  წარადგენს  დიდი დღესასწაულის  ილუსტრაციებს.
  იქვე  განმარტებული იქნება განსხვავება დასავლეთევროპულ და მართლმადიდებლურ კანონიკას შორის, რომ  რენესანსის  დიდი ხელოვანების ამავე შინაარსის ნახატებიც ადვილად ამოიცნოს  მოსწავლემ.
11
ღვთისმშობლის შობა
ამბის ისტორია, ხატის იკონოგრაფია,სლაიდშოუს საშუალებით  რამდენიმე  ილუსტრაცია.  რაც მთავარია, მოსწავლეებს დაევალებათ მოიძიონ  საზღვარგარეთული მხატვრობის მოცემულ თემაზე შექმნილი ნიმუშები და დააკავშირონ,შეადარონ ისინი მართლმადიდებლურს.
*ასახელებენ დღესასწაულთან დაკავშირებულ ცნობილ ტაძრებს)

*მოსწავლეები მოისმენენ და შესარელებენ   დღესასწაულთან დაკავშირებულ  მუსიკალურ ნომრებს ( საგალობელი, ტროპარი, სიმღერა)
12
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება
***
13
ხარება
***
14
ქრისტეშობა
***სიმღერა „ალილოს“ რამდენიმე ვარიანტი
15
მირქმა
***
16
ნათლისღება
***
17
ფერისცვალება
***
18
ბზობა
***
19
აღდგომა–დღესასწაულთა  დღესასწაული
***  „ქრისტე აღდგას“  რამდენიმე ვარიანტი
20
ამაღლება
***
21
სულთმოფენობა
***
22
მარიამობა,      ჯვართამაღლება
***
23
ტრადიციული ხელსაქმე.
უძველესი  საყოფაცხოვრებო  და საეკლესიო  ნივთები.
ჯვრული  ტექნიკით ქარგვა პედაგოგის  მითითებითა  და დახმარებით.
24
ძველი ქართული საერო და საეკლესიო ორნამენტი, მისი სიმბოლიკა.
ილუსტრაციების გაცნობა. ორნამენტების
ხატვა   და კალკით გადახატვა, ფრესკებიდან ასლების განცდის გასათავისებლად.
საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის  გამოხატვა,მსჯელობა.
25
საველე  პრაქტიკა
ვიზიტი ხელოვნების მუზეუმებში.
ექსპონატების დათვალიერება.ამოცნობა. წარმოდგენილთან ზომის მისადაგება.
26
საველე  პრაქტიკა
თბილისის  3 ტაძრის  ინტერიერის
დათვალიერება, ფრესკებისა და რელიეფების  კომპოზიციების , ამოცნობა,ფოტოების გადაღება, ალბომის შექმნა.
 

2016/17 სასწავლო წელი     თბლისის  24 საჯარო სკოლა
პედაგოგი  ტატიანა შათირიშვილი















Комментариев нет:

Отправить комментарий